კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორის მოადგილე ჟურნალისტებს შენიშვნებს აძლევს

29 იანვარი, 2009

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჟურნალისტებს შენიშვნებს აძლევს და მათ მუშაობის სტილს უწუნებს.

გუბერნატორი ჟურნალისტებისგან მოითხოვს, რეგიონის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, საჭიროა თუ არა, მათი კომენტარებით გამოქვეყნდეს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ რეგიონული გაზეთი "იმედით" გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრთა მიერ მიწოდებულ და გაზეთის მიერ მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ "თელაველი ჩინოვნიკების ციგაობა 5 ათასი ლარი დაჯდა". გაზეთში დაბეჭდილია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის კომენტარი, სადაც ის ჩინოვნიკების ციგაობის ფაქტს არ ადასტურებს, მაგრამ ვერ იხსენებს ღონისძიების მოსაწყობად, რომელიც ოფიციალურად ბავშვებისთვის იყო დაგეგმილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, რეგიონალური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ მასალებს "არასასიამოვნოს" უწოდებს და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ასეთი მასალების გაუვრცელებლობის შესახებ მითითებებს აძლევს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები