კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დახურული სტუდენტური გამოცემები

4 თებერვალი, 2009

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტური გამოცემები დაიხურა. დღესდღეობით, მხოლოდ გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გამოდის. მასში   ლექტორთა სტატიები იბეჭდება.  გაზეთს უნივერსიტეტი აფინანსებს. უნივერსიტეტის ადმინიტსტრაცია კი გამოცემების დახურვის მიზეზად ფინანსების უქონლობას ასახელებს.

სტუდენტური გამოცემები ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტების პრაქტიკისთვის დღემდე ერთადერთი საშულება იყო.

ბათუმის უნივერსიტეტში ფინანსსური პრობლემების გამო სამი პერიოდული გამოცემა დაიხურა: „ფუკუს +“, „სტუდ-news“ და „ლაბირინთი“.დარჩა მხოლოდ „ბათუმის უნივერსიტეტი“, რომელშიც ლექტორების სტატიები ქვეყნდება. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დახურული გაზეთის თანამშრომლებს, გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტში“ თანამშორმლობას სთავაზობს. სტუდენტები კი ამბობენ, რომ მათთვის ამ გაზეთში წერა სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე მიუღებელია.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ალეკო ბაკურიძე  დახურული გამოცემების წარმომადგნელებს სამივე გამოცემის გაერთიანებას სთავაზობს. სტუდენტები მას  არ თანხმდებიან: „ერთმენათის კონკურენტები ვიყავით და ერთად ვერ ვიმუშავებთ“ - აცხადებენ  ისინი.

„სტუდ-news”-ში რვა სტუდენტი თანამშრომლობდა. გაზეთის რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ მათთვის ეს გამოცემა პრაქტიკის მიღების საუკეთესო საშუალება იყო: „ჟურნალისტიკის სწავლა მხოლოდ თეორიული კურსით შეუძლებელია. ჟურნალისტისთვის პრაქტიკა უმთავრესია, რისი საშულებაც ჩვენ არ გვაქვს“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები