კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში მასიური გათავისუფლებები დაიწყო

5 თებერვალი, 2009

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ მათ მხოლოდ ორი დღით ადრე აცნობეს და განცხადებაზე ხელის მოწერა დაავალეს. გათავისუფლებულთა შორისაა გივი დოლიძეც.

„ხელშეკრულება 2009 წლის აგვისტომდე მქონდა გაფორმებული, მაგრამ ახლა გამათავისუფლეს. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ჩემთვის არავის განუმარტავს. არც კომპენსაცია მოუციათ“, აცხადებს დოლიძე.

სამუშაოებიდან ხალხის მასიურად დათხოვნის შესახებ საგანგებო განცხადება, გუშინ პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დოდო მექვაბიშვილმა გააკეთა. დასაქმებულ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია დათხოვნილებისთვის ფულადი კონპენსაციის გაცემას ითხოვს.

მაკა მალაყმაძე ბათუმი

ახალი ამბები