კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის რწმუნებულების საკრებულოს უფლებამოსილებით ვადით დანიშვნას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს

7 თებერვალი, 2009

პარლამენტში განსახილველად წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც  სოფლის რწმუნებულების ფუნქციები კიდევ უფრო ზუსტდება და ამასთან ერთად თანამდებობებზე მათ დანიშვნას საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ითვალისწინებს, მოსახლეობა უარყოფითად აფასებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 50-მდე მოქალაქე გამოკითხა და აბსოლუტურად ყველა მათგანი სოფლის რწმუნებულების მუშაობას უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა თქმით, თანამდებობებზე ერთი წლით დანიშნული რწმუნებულები არაფერს აკეთებენ და მათთვის ამ ვადის გაზრდა სოფლებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები