კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგთა პროფკავშირმა პარლამენტს 60 ათასი ხელმოწერა გადასცა

9 თებერვალი, 2009

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნით 60 000 ხელმოწერა გადასცეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, მანან ღურჭუმელიძემ განაცხადა, ხელმოწერები საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. ხელმოწერების შეგროვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან „მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის“ შემუშავების მცდელობამ და უკანსკნელ პერიოდში მასწავლებელთა უკანონოდ გათავისუფლებებმა გამოიწვია.

„ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მასწავლებლებმა  ნაკლები სტრესისა და თავისუფლების პირობებში იმუშაონ. აღნიშნული ხელმოწერებიც სწორედ ამის დასტურია. ეს იქნება ლაკმუსი ჩვენი პარლამენტარებისთვის“, _ განაცხადა მანანა ღურჭუმელიძემ.

მისი თქმით, უსამართლობაა პარლამენტის რეგლამენტში, რაც გულისხმობს, რომ, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივით შედიხარ პარლამენტში, სოლიდური თანხები უნდა გქონდეს. „თითოეული ხელმოწერა უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. თითოეული ხელმოწერის დამოწმება კი 2 ლარი ღირს და თითოეულ ადამიანს იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერების დამტკიცებისთვის სერიოზული თანხებია საჭირო, არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს მისთვის მინიჭებული უფლებით. ჩვენ ვისარგებლეთ ამ უფლებით, შემოვიტანეთ განაცხადი, დღეს გავიდა ბოლო ვადა და 30 000 ხელმოწერის ნაცვლად, შევაგროვეთ 10 000-მდე ხელმოწერა, თუმცა პარლამენტში შეგვაქვს 50 000 და ვითხოვთ ზოგადი განათლების კანონში მასწავლებლებისთვის საჭირო ცვლილებებს, როგორიც არის: ეთიკის კოდექსი უნდა შეიმუშაოს პედაგოგმა და მას არ უნდა ჰქონდეს ნორმატიული დოკუმენტის სახე. ის არ უნდა დაამტკიცოს მინისტრმა და ის არ უნდა იყოს სადამსჯელო დოკუმენტი. მეორე ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, მასწავლებელთა გათავისუფლება სამსახურიდან უნდა ხდებოდეს არა 37-ე დ პუნქტით, არამედ სპეციალურად გაწერილი პროცედურებით, რომელიც მასწავლებელს თავდაცვის საშუალებას მისცემს. მესამე მოთხოვნაა, სახელმწიფოს უზრუნველყოფდეს მასწავლებლისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე, ვითხოვთ, რომ სკოლამდელი განათლება გახდეს უწყვეტი განათლების ციკლის ნაწილი და არ იყოს სააღმზრდელო დაწესებულება“, - განაცხადა მანანა ღურჭუმელიძემ.

მედიანიუსი

ახალი ამბები