კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

11 თებერვალი, 2009
ოთხსულიან ბეჟანიძეების ოჯახის წევრებს, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია, ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება.  ასიე ბეჟანიძის ოჯახი გუშინ ხელვაჩაურის რაიონის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა მაღაზიის შენობიდან გამოასახლა.

ასიე ბეჟანიძის განცხადებით,  ის  მაღაზიის მოწილეა და მაღაზიაში 1968 წლიდან მუშაობდა.  იგი კოოპკავშირის შენობაში მას შემდეგ შესახლდა, რაც იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი შვილის ავადმყოფობის გამო გაეყიდა.

ბეჟანიძეს კოოპკავშირის ხელმძღვანელობასთან 6 წლით (2008 წლამდე) გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებაც აქვს. თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის მაისში, 15 300 დოლარად აუქციონის წესით გაასხვისა.   ბეჟანიძის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული აუქციონის თაობაზე.

გამოსახლებულებისთვის დახმარების აღმოჩენას არც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გეგმავს. გამგებელ თეიმურაზ დუმბაძის განცხადებით, ბეჟანიძეები ხელვაჩაურის მკვიდრნი არ არიან და  შესაბამისად  დახმარებასაც ვერ გაუწევენ. გარდა ამისა, გამგეობას შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობაც არ გააჩნია.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები