ქსნის კოლონიაში მოთავსებული პატიმრის რობერტ ხარაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მსჯავრდებულის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით კოლონიის ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
როგორც მსჯავრდებულის დედამ თამარ ბატიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მის შვილს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ, შესაძლოა, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს. მსჯავრდებულის დედამ დახმარებისათვის წერილობითი განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.
ჩვენ შევეცადეთ მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოგვეპოვებინა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, დეპარტამენტიდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.