კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელი გლეხები პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით ვერ სარგებლობენ

11 თებერვალი, 2009

"თქვენი და პრეზიდენტის ნახვა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ტრაქტორისტების, რომლებსაც ტრაქტორები ჩააბარეთ", - განუცხადეს გლეხებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს გუშინ საღამოს ტელეკომპანია "გურჯაანის" პირდაპირ ეთერში. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მაცხოვრებლები აქტიურობდნენ.

"ტრაქტორები ხელში ყოფილმა და ამჟამინდელმა ჩინოვნიკებმა ჩაიგდეს. ჩვენ ვინ მოგვემსახურება, თვითონ ჰექტრობით ნაკვეთებს ამუშავებენ. ტრაქტორისტებს თვეების განმავლობაში რომ ვეხვეწოთ ნაკვეთის მოხვნა, ვერაფერს ვაღწევთ", - აღნიშნეს გლეხებმა და მინისტრს დახმარება სთხოვეს.

ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ტრაქტორებით თავისუფლად სარგებლობის პრობლემა არა მარტო კახეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის. "ეს უფრო მეტად გამოწვეულია ტექნიკის სიმცირით, ვიდრე უსამართლობით. ჩვენ ვახდენთ იმ ამხანაგობების მონიტორინგს, რომლებიც ტრაქტორებს განკარგავენ. დარღვევების შემთხვევაში კი, ვცდილობთ ამხანაგობის წევრებთან ერთად, ამხანაგობის ხელმძღვანელობა გადავირჩიოთ", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები