კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურიდან წამყვანი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

23 თებერვალი, 2009
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს პირველი არხიდან საინფორმაციო სამსახურის წამყვანი ჟურნალისტების მიშა ვარძელაშვილის, შორენა ცხოვრებაშვილის, მაკა ჩიხლაძის, ნინო შურღაიას, ნინო კალანდიას, სოფო კვინტრაძის და სხვათა გათავისუფლების გამო.

პირველი არხის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდნენ, თუმცა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს ინფორმაცია, რომ კორესპონდენტების გათავისუფლებისას დარღვეულია შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, მაგალითად, მათ უმრავლესობას ამ დრომდე არ ჩაბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში დარჩენილ ჟურნალისტებს აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. სამსახურის ახალი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი მათ გონებაჩლუნგებს ეძახის, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და საცემადაც იწევს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გმობს ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევის და მათზე ზეწოლის ფაქტებს და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყბელის სამეთვალყურეო საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს და მედიას, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მომხდართან დაკავშირებით.


ახალი ამბები