კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედის“ აქციათა პაკეტის 90 პროცენტი არაბულმა კომპანიამ „რაკინ დეველოპმენდმა“ შეიძინა

26 თებერვალი, 2009

ტელეკომპანია „იმედის“ აქციათა პაკეტის 90 პროცენტი არაბულ კომპანია „რაკინ დეველოპმენდს“ გადაეცა, ხოლო 10 პროცენტი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში დარჩა.

არაბულ კომპანიას „რაკინ დეველოპმენდს“  საქართველოში რამდენიმე ბიზნესი აქვს. მათ შორის არის „კორ სტანდარტ ბანკი“, ფოთის პორტი, სამშენებლო კომპანია და მთაწმინდის პარკი.

არაბული კომპანია ფინანსურ ინტერესებს მედიაბაზარშიც დებს და მედიაჰოლდინგს გააერთიანებს. მედიაჰოლდინში კი, გაერთიანდება ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „იმედი“ და ტექნიკური ჯგუფი „ტექნომედია“.

„ტელეკომპანია „იმედი“ მიიღებს ყველა იმ ფინანსურ დახმარებას, რომელიც მას სჭირდება, რათა დაიბრუნოს ის წამყვანი როლი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ „იმედისთვის“ მიმეცა საშუალება მის გვერდით ყოფილიყო უფრო ძლიერი პარტნიორი, როგორიცაა რაკინ კორტი“, - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.

დღევანდელ ბრიფინგზე არაბული კომპანიის წარმომადგენელმა მარკ მონელმა განაცხადა, რომ მას ფინანსური ინტერესები მედიაბაზარზეც აქვს.

„ჩვენი კომპანია ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტები განახორციელა. ჩვენი ჯგუფის მზადაა განაგრძოს ინვესტირება, რომ საქართველოს მედიაბაზარზე გავიდეს. ჩვენ ხელს შევუწყობთ „იმედის“ ძლიერ ფინანსურ ორგანიზაციად გარდაქმნას, დამოუკიდკებელი სარედაქციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და კომპანიის მედიამენეჯმენტის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მარკ მონელმა.

აღნიშნულ ფაქტს  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიც გამოეხმაურა და „მედიანიუსთან“ საუბრისას პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გააგრძელებს  ბრძოლას „იმედის“ დასაბრუნებლად საერთაშორისო სასამართლოებში.

„რაც შეეხება არაბულ კომპანია „რაკინ დეველოპმენდს“, რომელიც ამავდროულად მთაწმინდის პარკის მფლობელია, ახლა „იმედიც“ მიითვისა. ის ვერასოდეს  იქნება კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან მან კარგად იცოდა, როგორ მოხდა „იმედისა“ და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევა, რომელთა საქმეები ამჟამად საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანია“, - აცხადებს ნონა ყანდიაშვილი.

მისი თქმით, ქეის განცხადება, რომ იგი ბადრი პატარკაციშვილის ნება ასრულებდა და სურდა „იმედი“ აღედგინა, სინამდვილეში სიცრუე აღმოჩნდა.


წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები