კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს თელავის ტურბაზიდან ასახლებენ

26 თებერვალი, 2009

ოკუპაციის დღე თელავის ტურბაზაში მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა  საპროტესტო აქციით აღნიშნეს. ისინი არა საქართველოს 1921 წლის ოკუპაციას, არამედ  საცხოვრებლის შესაძლო დატოვებას აპროტესტებენ.

დევნილების განცხადებით, მათ ხელისუფლება ტურბაზის დაცლის ნაცვლად ალტერნატიულ ფართს ქალაქგარეთ სთავაზობს, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ.

„ჩვენ ერთხელ უკვე დაგვაწიოკეს და გაგვყარეს საკუთარი სახლებიდან, იგივეს გვიკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ისე დაიწყეს შენობის რემონტი, რომ არავის გვკითხეს.  ჩვენს გასახლებას კონტროლის პალატა ხელმძღვანელობს.

კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი დაგვემუქრა თუ ნებით არ გახვალთ, საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩებითო. ტყვიას დავუდგებით წინ და აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ“–აცხადებენ რადიო „ჰერეთთან“ აფხაზეთიდან დევნილები.

საპროტესტო აქციას „მემარჯვენე–რესპუბლიკელების“ ალიანსიც შეუერთდა. როგორც გაერთიანების წარმომადგენელმა თელავში ნიკა ვარდოშვილმა განაცხადა, ისინი დევნილთა უფლებებს კონსტიტუციური გზით დაიცავენ და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

თელავის ყოფილი ტურბაზის შენობაში, ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახი ცხოვრობს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები