კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას მიწებზე გაცემულ საკუთრების უფლებას ართმევენ

5 მარტი, 2009

ხელვაჩაურის რაიონის საკუთრების აღიარების კომისიამ 125 ოჯახს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოართვა. კომისიამ გასულ წელს გაცემული საკუთარი გადაწყვეტილებები გააუქმა.
რაიონის მოსახლეობა მიწის ნაკვეთებით მაღალჩინოსნების დაინტერესების მიზეზით ჩამორთმევას არ გამორიცხავენ: „ალბათ სანაპირო ზოლის გამო, ვიღაცეებს უნდათ დაპატრონება. თუკი არ შეიძლებოდა თავიდანვე რატომ დაგვიკანონეს?“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის როინ მალაყმაძის, (რომელიც ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეცაა) განცხადებით, „გაცემული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა რეგიონის საკურორტო ინფრასტუქტურის პერპექტიული განვითარების ზონას. აქედან გამომდინარე, იქ საკუთრების უფლების მინიჭება შეზღუდულია“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები