კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ათასობით კახელი გლეხი, შესაძლოა, ბაღ – ვენახების გარეშე დარჩეს

8 მარტი, 2009

ათასობით კახელი გლეხი, შესაძლოა, ბაღ – ვენახების გარეშე დარჩეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, გლეხები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების იმ მიწების შესყიდვას ვერ ახერხებენ, რაზედაც წლებია მოსავალი მოჰყავთ და ხეხილის ბაღები აქვთ გაშენებული.

გლეხების თქმით, თითქმის ერთი წელია რაც პრივატიზაციის კახეთის რეგიონულ სამმართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო მიწების გასხვისების პროცესი შეჩერებული აქვს. მათივე თქმით, ამის მიზეზად სამმართველოს უფროსი ვანო პეტრიაშვილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან მიღებულ ზეპირ მითითებას ასახელებს. გლეხები ირწმუნებიან, რომ კახეთში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების შესყიდვით გავლენიანი პირები არიან დაინტერესებულნი, კერძოდ მინისტრები და მიუხედავად იმისა, რომ მიწის გასასხვისებლად საჭირო ყველა ტექნიკური საკითხი მზად არის, მიწების შეძენას ამიტომ ვერ ახერხებენ.


პრივატიზაციის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ვანო პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან მიღებული ზეპირი დავალებით შეჩერდა. 

ახალი ამბები