კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულენოვანი “ჯორჯიან თაიმსი” მუშაობას აჩერებს

17 მარტი, 2009

ქართულენოვანი “ჯორჯიან თაიმსი” მუშაობას აჩერებს, - ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა დღეს გააკეთა.
“მე, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი ვაცხადებ, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება, ოჯახის უსაფრთხოების დაცვა კი ჩემი უპირველესი მოვალეობაა. “ჯორჯიან თაიმსის” 17-წლიანი შეუფერხებელი მუშაობის მანძილზე ვიღებ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, ქართულენოვანმა “ჯორჯიან თაიმსმა” შეაჩეროს მუშაობა. მითი საქართველოში პრესის თავისუფლების შესახებ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პირადად მე ზემოაღწერილი ძალადობის პირობებში საზოგადოებას თავისუფალ და ობიექტურ გაზეთს ვერ შევთავაზებ”, - განაცხადა გულაშვილმა.

მისივე თქმით, ინგლისურენოვანი გამოცემა “ჯორჯიან თაიმსი”, რომელსაც ქართული გამოცემისგან განსხვავებით, სულ სხვა ნიშა უჭირავს, უცხოეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლი აკისრია, ასევე სამენოვანი ონლაინვერსია  ორმაგი დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.

“მე და ჩემი ჟურნალისტური კორპუსი კი ვრჩებით ჩვენი ქვეყნის რიგით ჯარისკაცებად და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას”, - აღნიშნა გულაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კი გულაშვილის შვილთან დაკავშირებულ ინციდენტს უკავშირდება.

“მოგეხსენებათ, რომ 13-14 მარტს ვენაში ავსტრიის თავისუფლების პარტიისა და უცხოეთში მცხოვრები შვიდი ქვეყნის ქართული დიასპორის თაოსნობით გახმაურებული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას “ჯორჯიან თაიმსის” მფლობელები და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის თემა იყო საქართველოს მომავალი პერსპექტივა. ვენის კონფერენციამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ხელისუფლებამ კონფერენციის, მისი მონაწილეებისა და იქ დამსწრე ქართული დიასპორის წრეგადასული დისკრედიტაცია დაიწყო. სამწუხაროდ, მას არც ზოგიერთი ოპოზიციონერი ჩამორჩა”, - აცხადებს გულაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მოვლენებმა პიკს სწორედ მაშინ მიაღწია, როდესაც ხელისუფლების ბინძური კამპანია სახელისუფლო კაბინეტებსა და ტელეეკრანებს გასცდა.

“კერძოდ, 13 მარტს, კონფერენციის გახსნის დღეს ხელისუფლებამ ჩვეულ ხელწერას მიმართა და გადადგა მისთვის კიდევ ერთი, მორიგი საბედისწერო ნაბიჯი. 13 მარტს საღამოს მედია-ჰოლდინგის პრეზიდენტისა და მისი გამომცემლის, 16 წლის ვაჟისა და მისი მეგობრების, მე-11 კლასელი და მეორე კურსელი ახალგაზრდები პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერა და გააფრთხილა, არ გაქცეულიყვნენ, თორემ ესროდნენ. ამის შემდეგ მოხდა მანქანის გაჩხრეკა და, რაც მთავარია, პოლიციელები ხმარობდნენ გადატენილ იარაღს. ერთ-ერთმა პოლიციელმა მანქანიდან იარაღის თავზე დადებით გადმოიყვანა მე-11 კლასელი, ორს კი ჩხრეკა დაუწყეს. ბავშვების ჯიბეებში მხოლოდ სანთებელები აღმოჩნდა და ისინი პოლიციას უსიტყვოდ დაემორჩილნენ. მივიჩნევთ, რომ სწორედ ბავშვების გააზრებულმა ქმედებამ, მათმა სიმშვიდემ და მორჩილებამ აგვაცილა ის საფრთხე, რომელსაც ალბათ ძალზე დრამატული გაგრძელება მოჰყვებოდა”, - აცხადებს გულაშვილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები