კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხელფასოდ დარჩენილი ექიმები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ

20 მარტი, 2009

კახეთის პოლიკლინიკებში მომუშავე ექიმები, რომელთაც უკვე მესამე თვეა კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის აქციის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობენ და იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში 2009 წლის იანვრის თვის ხელფასებს მაინც ვერ მიიღებენ, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვლენ.

ჯერ კიდევ მარტის პირველ რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიკლინიკებში დასაქმებული ექიმები და სხვა პერსონალი უხელფასოდ იყო დარჩენილი. მაშინ ცენტრთან საუბარში ჯანმრთელობის სააგენტოს კახეთის ფილიალის დირექტორმა ზურა გაურაშვილმა განაცხადა, რომ სახელფასო თანხის ჩარიცხვას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აგვიანებს. სამინისტროში კი ამ საკითხზე არაერთი მცდელობის მიუხედავად კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები