კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ ბადრი ბიწაძის მძღოლი უკანონოდ დააკავა

23 მარტი, 2009

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი პარტიის მომხრეების დაკავების ფაქტს ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ ბინძური კამპანიის ნაწილს უწოდებს.

საგანგებო ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, რის შედეგადაც გუშინ ღამის განმავლობაში დააკავეს პარტიის შვიდი მომხრე, მათ შორის ბადრი ბიწაძის მძღოლი, რომელიც მანქანაში ფეხმძიმე ცოლთან ერთად იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფაქტს ბურჯანაძე ხელისუფლების მხრიდან 9 აპრილისადმი შიშის ფაქტორს უკავშირებს.

”ოპოზიციის წინააღმდეგ  დაიწყო ბინძური ბრძოლა ჩვენი პარტიის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ტალახის სროლა კარგახანია დაწყებულია, ჩვენ წინა ბრიფინგზე გამოვაცხადეთ ტელეფონის ნომერი რომლითაც მოსახლეობას ურეკავენ და ატყობინებენ, რომ 9 აპრილის აქციაზე იარაღის გამოყენებას ვაპირებთ. გარდა ამისა, აკავებენ ჩვენს მხარდამჭერებს სრულიაად უკანონო გარემოებაში და ამბობენ, რომ მათ იარაღი აღმოუჩინეს. გასაკვირი არ იქნება, თუ ერთხელაც ჩემს ჯიბეში აღმოჩნდება ნარკოტიკული საშუალება, ან ჩვენს ოფისში ან სახლში იარაღი”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იგი ხელისუფლებას მიმართავს, რომ თითოეულ უკანონო ქმედებაზე, რომელიც მათ ჩაიდინეს, პასუხი იქნება გაცემული. ბურჯანაძის განცხადებით, მისი მომხრეების დაკავების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, ამერიკის, ევროკავშირისა და ეუთოს ელჩებს.

“ვერ გაიგო ამ ხელისუფლებამ, რომ მსგავსი მეთოდები არ ჭრის საქართველოში, ვაფრთხილებ ყველა პოლიციელს, არ დაემორჩილონ ბრძანებებს და არ იმოქმედონ კანონის მიღმა, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ მათგანს პასუხს ვაგებინებთ”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის: დაკავებულია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” წევრები, მათ შორის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი, აგრეთვე  ახალგაზრდული ორგანიზაციის  ოთხი წარმომადგენელი და ბადრი ბიწაძის მძღოლი.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები