ხელისუფლება კვლავ აგრძელებს განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანთა დევნას. ამის ნათელი დადასტურებაა 19 მარტს მომხდარი ფაქტი. ნუცა პაპავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, მას შემდეგ რაც "ალიანსი საქართველოსთვის" ლაგოდეხის შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მასზე ზეწოლას ახორციელებენ. ისინი პაპავას აიძულებენ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გია გოზალიშვილმა რადიო "ჰერეთისთვის" გაკეთებულ განცხადებაში ღიად განაცხადა: ვინც ხელისუფლების კურსს არ ეთანხმება, თანამდებობას დატოვებს."
წყარო: www.nrp.ge