კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ტენდერის უკანონოდ ჩატარებაში ადანაშაულებენ

25 მარტი, 2009

სატელევიზიო პროექტების _ “ეტალონისა” და “პერსპექტივის” ავტორი შპს “სიგმა+” პირველ არხს სასამართლოში უჩივის და ამ არხის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული ტენდერების ბათილად ცნობას მოითხოვს.

 როგორც “შპს სიგმა+” უფლებების დამცველმა,  “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატმა მერი ჯაფარიძემ განაცხადა, პირველი არხის მიერ ჩატარებული ტენდერების მასალის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პირველი არხის მიერ დარღვეული იქნა “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები _ "სახელმწიფო შესყიდვების განხორციელბის წესის“ შესახებ დებულება.

 კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს კანონით არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო საზოგადოებრივი ტელევიზიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და მონაწილეობა მიეღო მის მუშაობაში, რადგან ტენდერში მონაწილეობას იღებდა კომპანია “თიბისი თივი”, ლევან ყუბანეიშვილი კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტირის პოსტზე დანიშვნამდე სწორედ ამ კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებლი იყო და შესაბამისად, მას გააჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც უნდა მოეხდინა თვითაცილება.

 “შესყიდვების შესახებ კანონი” და სახელმწიფო შესყიდვების განხორცილების წესის დებულების თანახმად კი, სატენდერო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილე ორგანიზაციაში მუშაობდა. ლევან ყუბანეიშვილის ეს პერიოდი არ აღემატებოდა 6 თვეს. აღნიშნულ ტენდერში ლევან ყუბანეიშვილის თავმჯდომარეობით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტები “ეტალონი” და“ დიდი პერსპექტივა” ტენდერის მიხედვით გამოცხადებულ პირობებს არ აკმაყოფიელბდა და ამიტომ ეს გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევრ მოხვდნენ. ამ დროს კონტრაქტები გაფორმდა ისეთ პროექტებზე, რომელთა ბიუჟეტიც ბევრად აღემატებოდა აღნიშნული გადაცემების ბიუჟეტს. Aამასთან, ტენდერების  გარეშე გაფორმდა ისეთი ექსკლუზიური კონტრაქტები, რომლის გაფორმების უფლებაც არხის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა. აღნიშნული ტენდერების გასაუქმებლად შპს “სიგმა+”-მა 2009 წლის 27 თებერვალს სასამართლოში შეიტანა სარჩელი”,  _ განცახდა შპს “სიგმა+”-ის ადვოკატმა.

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ტენდერები იმიტომ უნდა გაუქმდეს რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პირდაპირ და უშუალოდ იყო დაინტერესებული ტენდერების შედეგებით. სარჩელის დაკმაყოფილების და ტენდერის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტენდერში გამარჯვებული გადაცემები ვეღარ გავა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება დაუყონებლივ ჩაატაროს  ხელახალი ტენდერი კომისიის სხვა შემადგენლობით.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები