კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურჯანაძის თანაპარტიელებს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

26 მარტი, 2009

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ   ბურჯანაძის ექვსი თანაპარტიელისთვის: როინ ბუღაშვილის, ვახტანგ ნარსიას, მამუკა შენგელიას, გიორგი ცერცვაძის, ზურაბ ავალიანისა და დავით გოგრაჭაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა. მათი ადვოკატები გირაოს სახით 10 000 ლარის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული პირები, გიორგი ცერცვაძის გარდა, დანაშაულს აღიარებენ. მათი თქმით, იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მუშაკის, დიმიტრი ქინქლაძისაგან ნამდვილად შეისყიდეს. გიორგი ცერცვაძე კი აცხადებს, რომ იგი დიმიტრი ქინქლაძესთან ბადრი ბიწაძის მძღოლმა  მამუკა შენგელიამ დააკავშირა.

ბურჯანაძის მხარდამჭერებს ბრალი იარაღის შეძენა-შენახვაში, მამუკა შენგელიას კი ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენაში ედება.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი  საქართველოს“ 9 წევრი სამართალდამცავებმა თბილისსა და ბათუმში 23 მარტს დააკავეს.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები