კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"საზოგადოების დარბაზის" წევრი ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს და დააყაჩაღეს

26 მარტი, 2009

"საზოგადოების დარბაზის" წარმომადგენელს დავით ბეგიაშვილს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ოთხი ნიღბიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ქართული აკადემიის“ წევრი თემურ ნანეიშვილი აცხადებს, რომ   შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც „საზოგადოების დარბაზის“ წარმომადგენელი დავით მაღრაძე "მაესტროს" ეთერში ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკით გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ბეგიაშვილის თავდასხმის ფაქტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„დავით ბეგიაშვილი საზოგადოების დარბაზის საკმაოდ აქტიური წევრია. სწორედ მის აქტიურობას ვუკავშირებთ გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ბეგიაშვილი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში 4-მა ნიღბიანმა პირმა საასტიკად სცემა და დააყაჩაღა, მას წაართვეს ლეპტოპი და პირადი ნივთები. შემთხვევა „მაესტროს“ ეთერში დავით მაღრაძის გამოსვლის შემდეგ მოხდა“, _ განაცხადა თემურ ნანეიშვილმა.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები