კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრებიან

26 მარტი, 2009

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრებიან, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მსჯავრდებულთა ახლობლებმა შეატყობინეს.

მათი თქმით, დაწესებულებაში პატიმრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყოველდღიურად უარესდება არა თუ მკურნალობენ, არამედ ექიმები მათ ტკივილგამაყუჩებლებსაც კი არ აძლევენ.

ერთ - ერთი მსჯავრდებულის დედის თამარ ბატიაშვილის განცხადებით, დაახლოებით ორი თვეა რაც დაწესებულებაში მოთავსებული მისი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, რადგან მსჯავრდებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და შესაძლოა, დაიღუპოს, მაგრამ უშედეგოდ. მსჯავრდებულთა ახლობლების განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაცია პატიმართა წერილებს, სადაც ისინი დაწესებულებაში არსებულ უკიდურესად მძიმე პირობებზე, ზეწოლის, ცემის და სხვა არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ, უპასუხოდ და რეაგირების გარეშე ტოვებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პროტესტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები