კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკიდურესად ღატაკი 89 წლის ქალი დახმარების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებს

26 მარტი, 2009

ქ. გურჯაანში, ბელიაშვილის #3-ში მცხოვრები 89 წლის მარტოხელა ქალბატონი მარიამ მამისაშვილი საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

როგორც მარიამ მამისაშვილმა განაცხადა, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 24 ათასს არ აღემატება და მას საარსებო შემწეობასთან ერთად უფასო სამედიცინო დახმარებით სარგებლობაც ეკუთვნის, მაგრამ უშედეგოდ. "ორჯერ დამენიშნა დახმარება. პირველად შემიწყვიტეს, გადამოწმების დროს სახლში არ დაგვხვდაო. ზამთარი იყო, წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე. ახლობელმა ორი კვირით თავის ოჯახში წამიყვანა მოსავლელად. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებამ კი დახმარება სასწრაფოდ შემიწყვიტა. მეორედ დამენიშნა დახმარება და მაინც არაფერს მაძლევენ. ჩემს მეზობელს სააგენტოში უთხრეს, რამდენი სახლში მივედით, შინ არ არის და დახმარებას ამიტომ ვერ ვნიშნავთო. არადა, აქ არავინ ყოფილა, თორემ სულ სახლში ვარ", - ამბობს მარიამ მამისაშვილი. მისივე თქმით, დახმარების დანიშვნის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს. "იქნებ სანამ მოვკვდები, მანამდე მომაქციოს ვინმემ ყურადღება", - აღნიშნავს მოხუცი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში მარიამ მამისაშვილის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ. განყოფილების ხელმძღვანელების თქმით, "არ არიან ვალდებულები მოიძიონ სახლში არ დახვედრის შემთხვევაში, ვინ, სად და რატომ არის".

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები