კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოჩა ძასოხოვის ქონებაზე აუქციონი არ შედგა

27 მარტი, 2009

ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის კუთვნილი შპს „ქართული პროდუქტის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული ღია აუქციონი არ შედგა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, აუქციონი 26 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების არარსებობის გამო, აუქციონი ჩაიშალა. ხელახალი აუქციონის გამოცხადების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გასაყიდად კომპანიის კუთვნილი, 89 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონება არის გატანილი, მათ შორის, არასასოფლო დანიშნულების მიწა დაბა აგარაში, ძირითადი საამქრო, საწყობები, დამხმარე შენობები, წყალსაქაჩი მოწყობილობები, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატის წვენები. მათი საწყისი გასაყიდი ფასია 9 028 261 ლარი.

„ქართული პროდუქტი“ გორში, სამეფოს ქუჩა №50-ში მდებარეობს.
ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასაც ხელმძღვანელობდა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იგი საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები