კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის სამშობიარო სახლში სოციალურად დაუცველ ორსულებს მშობიარობისათვის 600-მდე ლარის გადახდას ავალდებულებენ

27 მარტი, 2009

გურჯაანის სამშობიარო სახლში სოციალურად დაუცველ ორსულებს მშობიარობის თანხის გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით სთხოვენ. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრს ცენტრს მშობიარეების ახლობლებმა აცნობეს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დღეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ნ. მ-შვილი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელია და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 52 070 –ს შეადგენს, სამშობიარო სახლის ექიმებმა პაციენტის მშობლებს მოსთხოვეს გადაიხადონ მშობიარობის თანხა 400 ლარი და 200 ლარი სხვა ხარჯებისთვის. პაციენტის მშობლებმა სამშობიარო სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა წარადგინეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების მიერ 2008 წლის 21 ნოემბერს არის გაცემული, მაგრამ უშედეგოდ.

გურჯაანის სამშობიარო სახლში აღნიშნულ საკითხზე კომანტარი არ გააკეთეს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები