კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან მოხსნეს

1 აპრილი, 2009

შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი სოსო მარტაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

მარტაშვილის გათავისუფლების ფაქტს შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, 2009 წლის 7 იანვარს, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო მარტაშვილმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობის წინ, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა და იმ შემთხვევაში თუ ისინი კონკრეტული ფაქტის გაშუქებისგან თავს არ შეიკავებდნენ, ჯიბეში ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა. მოგვიანებით, მარტაშვილმა მთელი ქართული მედია აგინა, რომლის დამადასტურებელი ჩანაწერიც გავრცელდა, მაგრამ ამ ფაქტებზე რეაგირება მაშინ არავინ მოახდინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, გურჯაანში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები