როგორც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, 9 აპრილის ფართომასშტაბიანი აქციების დღეებში სახალხო დამცველის აპარატი გაძლიერებული რეჟიმით იმუშავებს და დააფიქსირებს ნებისმიერ დარღვევას. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევების მხრივ გამოსწორების ტენდენცია არ შეინიშნება.