კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამაუწყებლო კომპანია „მაესტრო“-ს მთავარი პროდიუსერის განცხადება

1 აპრილი, 2009

31 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი სადილობდა სანაპიროზე რესტორან მეიდანში. ადგილზე პროტესტის გამოსახატავად მივიდა მოქალაქეთა ჯგუფი, რის გასაშუქებლადაც რესტორანთან იმყოფებოდნენ სამაუწყებლო კომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები. მიხეილ სააკშვილის დაცვამ აქციის მონაწილეებთან ერთად ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა „მაესტროს“ ჟურნალისტს და ოპერატორს, წაართვეს ფირი რომელზეც აღბეჭდილი იყო თუ, როგორ უსწორდებოდა „პრეზიდენტის“ დაცვა აქციის მონაწილეებს, ასევე როგორ ხდებოდა მათი დაკავება და როგორ ყრიდნენ მომიტინგეთა ტელეფონებს მდინარეში. შემთხვევის ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა დააზიანეს სამაუწყებლო კომპანია „მაესტროს“ სატელევიზიო კამერაც.

ვაფთხილებ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკვე ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც აღარ ერიდება–ყველა ის მუშტი რომელიც ჟურნალისტს მოხვდება დაუბრუნდება უკან მასაც და მის დაცვასაც.

მომხდართან დაკავშირებით „მაესტრო“ საქმის კურსში ჩააყენებს დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სამაუწყებლო კომპანია „მაესტრო"

ახალი ამბები