კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არტი ჯგუფის“ თანამშრომლებმა ოპოზიციასთან ერთად აქცია გამართეს

2 აპრილი, 2009

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და კონსერვატიული პარტია „არტ ჯგუფის“ გაყიდვას აპროტესტებენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს  აღნიშნული კომპანიის ეზოში აქცია გამართეს.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკანონოს აქციების გაყიდვის ფაქტი. ბიზნესმენებმა კი კომპანიის ოფისი არ შეიძინონ. აქციის მონაწილეების განცხადებით, „არტი ჯგუფი“ მის მფლობელს ქიბარ ხალვაშს უკანონოდ ჩამოართვეს.

„ხელისუფლება ქუჩაში ერეკება 4  800 ადამიანს, რომლებიც „არტი ჯგუფში“ იყვნენ დასაქმებულები და ოჯახებს არჩენდნენ. ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ თანამშრომლები და ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ“, _ აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბრობს, 6500-მდე სამუშაო ადგილი გაანადგურა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამუშაო ადგილები იყო ოქრუაშვილის მეგობრობის ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი.

„ეს არის მაგალითი და სახე ხელისუფლების. მოკლე დროში ამ კომპანიებსაც დავუბრუნებთ მეპატრონეებს და იმ ზარალსაც ავანაზღაურებთ, რაც კომპანიებს ამ ხელისუფლებამ მიაყენა“, _  განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ბიზნესმენებს მოუწოდებენ, რომ 9 აპრილის აქციაში მიიღონ მონაწილეობა და იბრძოლონ თავისუფალი ბიზნესგარემოსათვის.

მედიანიუსი

ახალი ამბები