კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას 5 დღით ადრე უნდა ეცნობოს

2 აპრილი, 2009

ოპოზციას  9 აპრილის აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისის მერიისთვის გაფრთხილების დოკუმენტი ჯერ არ გაუგზავნია.

როგორც „მედიანიუსს“ კონსერვატიული პარტიის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გაუგზავნის თუ არა გაფრთხილებას ოპოზიცია დედაქალაქის თვითმმართველობას.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ გაფრთხილების შემთხვევაში, თუ პროცესები უმართავ სახეს არ მიიღებს, ქუჩის გადაკეტვა კონსტიტუციურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

როგორც „მედიანიუსს“ სოზარ სუბარმა განუცხადა, საქართველოს კანონმდებლობა აწესებს ტრანსპორტის მთავარი მოძრაობის გადაკეტვის უფლებას, თუკი არსებობს წინასწარი გაფრთხილება 5 დღით ადრე.

„მხოლოდ გაფრთხილება, ამას სხვა არავითარი ნებართვა არ სჭირდება, თუმცა კანონმდებლობით დაზუსტებულია, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო შეკრებამ, ხელისუფლებას აქვს უფლება, გახსნას გზა. კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში რა ჩაითვლება, აქ უნდა მოვიშველიოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროკონვენციის წევრი და ევროსასამართლოს სამართალი საქართველოზეც ვრცელდება“, _ აცხადებს სუბარი.

სახალხო დამცველი თურქეთის პრეცენდენტზე საუბრობს. „ევროსასამართლომ რამდენიმე საქმეში, მათ შორის თურქეთთან დაკავშირებულ საქმეში, როდესაც ცენტრალური ქუჩის გადაკეტვის დროს პოლიციამ გამოიყენა ძალა და გახსნა ქუჩა, მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და ქუჩის ძალით გახსნა არ იყო მიზანშეწონილი და პოლიციამ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანიფესტანტების მხრიდან არ არსებობდა წინასწარი გაფრთხილება. ასე რომ, თუ ამ პრეცედენტით ვისარგებლებთ, ცხადია, ევროსასამართლო გაცილებით ფართოდ განმარტავს შეკრებისა და მანიფესტანტების თავისუფლების უფლებას, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობა“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სრულად მობილიზებულია, რომ განახორციელოს  მონიტორინგი 9 აპრილიდან დაგეგმილ პროცესზე.

მედიანიუსი

ახალი ამბები