კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგებელი მოსახლეობას 9 აპრილს თბილისში წასვლას უკრძალავს”

2 აპრილი, 2009

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი და გამგეობის აპარატის სხვა წარმომადგენლები რაიონის მოსახლეობასთან  შეხვედრებს მართავენ და 9 აპრილს დედაქალაქში წასვლას უკრძალავენ, _ იუწყება რადიო "ჰერეთი".

რადიოსვე ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა 1 აპრილს წნორის საავადმყოფოსა და სკოლის თანამშრომლებთან გაიმართა,  სადაც გამგებელმა  სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს  9 აპრილს დედაქალაქში წასვლა აუკრძალა.

„გაგვაცნეს რა გაკეთდა რაიონში კარგი და გაგვაფრთხილეს 9 აპრილს არც ჩვენ და არც ჩვენი ოჯახის წევრები დედაქალაქში არ წავიდეთ”—აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა უსაფრთხოების გამო არ ისურვა.

რადიო „ჰერეთი“ კომენტარისთვის  სიღნაღის გამგებელს დაუკავშირდა, რომელიც გამართულ შეხვედრებს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ  საუბარი  რაიონში გაკეთებულ „კეთილ საქმეებს“ ეხებოდა.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები