კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჩი ცაგურია: სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ

2 აპრილი, 2009

9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრები 31 მარტს  მათ  დაკავების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევენ და  სასამართლოს მიერ  დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჯარიმასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად  გაასაჩივრებენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შტაბის წევრები: ნიკა გოგინაშვილი, მამუკა გობეჩია, გიორგი ონიანი და დაჩი ცაგურია გუშინ სამართალდამცავებმა რესტორან „მეიდანთან“ გამართულ აქციაზე დააკავეს. აღნიშნულ რესტორანში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. აქცია, სწორედ ამის გამო გაიმართა.

სასამართლომ დაკავებულები  გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმა.

როგორც „მედიანიუსს“  9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის  წევრმა  დაჩი ცაგურიამ   განუცხადა, სასამართლომ მას უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა. მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა არც უცდიათ.

ცაგურიას განმარტებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახური და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები _  გოგა გრიგალაშვილი  და გიორგი გეგეჭკორი პირადად მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეთა ცემაში.
„არაფრის გადახდას არ ვაპირებთ და ამ საკითხს გავასაჩივრეთ როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში. ეს დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. არცერთხელ არ გადამიხდია არცერთი თეთრი და ახლაც არცერთ თეთრს არ შევიტან მიხეილ სააკაშვილის ბიუჯეტში. ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში, არც ერთს არ შერჩება, არ ვაპატიებთ და აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები“, _ განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ცნობისათვის: სასამართლომ თითოეულ დაკავებულს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მედიანიუსი

ახალი ამბები