კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სასამართლოს პოლიტიზებაში ადანაშაულებს

2 აპრილი, 2009

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებას გამოთქვამს 9 აპრილის ახალგაზრდული  შტაბის წევრების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ  სასამართლომ დაუსაბუთებელი, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მხოლოდ სამი პოლიციელი დაკითხეს, მეორე მხრიდან კი, არც ერთი მოწმე არ იყო გამოძახებული. სასამართლოს  მტკიცებულების სახით იმ ქუჩაზე დაყენებული სათვალთავალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა არც კი მოუთხოვია. ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გადაღებული ფირი კი, სადაც სამართალდამცველების და პრეზიდენტის დაცვის წევრების ძალადობის ფაქტები იყო ჩაწერილი, სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად წაართვეს და წყალში გადაგდეს.

„საქალაქო სასამართლოში 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრების დაჩი ცაგურიას, გიორგი ონიანის, მამუკა გობეჩიას და ნიკა გოგინაშვილის პროცესებს პირადად  ვესწრებოდი. იქ დაფიქსირებული კანონდარღვევწბის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო იყო პოლიტიზებული და განაჩენის გამოტანისას ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო. პროცესზე მოწმის სახით მხოლოდ სამი პოლიციელი იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც ორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მიერ გზის გადაკეტვის ფაქტი არ დაუნახავთ. მესამემ კი განაცხადა, რომ აქტივისტები გზის გადაკეტვას მხოლოდ შეეცადნენ. მოწმეების ნათქვამიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით) დაკავებულების  ბრალეულობა დაემტკიცებინა და მათთვის ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დაეკისრებინა” _ განაცხადა პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა.

მედიანიუსი

ახალი ამბები