კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუსაძლისი პირობების გამო ოსები კახეთს მასობრივად ტოვებენ

3 აპრილი, 2009

მძიმე სოციალურ ეკონომიკური პირობების გამო კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ოსები რეგიონს მასობრივად ტოვებენ და საცხოვრებლად ორჯონიკიძესა და ცხინვალში მიდიან. მუნიციპალიტეტების გამგეობების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანსა და არგოხში, ასევე ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მცხოვრები ოსების ოდენობა მკვეთრად შემცირდა.

"აქ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ ოჯახს შორის ნათესაური კავშირებიც არის, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ასობით ოჯახმა სოფელში სახლი ან გაყიდა, ან მიატოვა და საცხოვრებლად ორჯონიკიძეში ან ცხინვალში გადავიდა, სადაც მათ ნათესავები ჰყავთ. კახეთის სოფლებში ცხოვრება ძალიან ჭირს. სამუშაო პრაქტიკულად არ არის. რაიონულ ცენტრს კი მოწყვეტილები ვართ და ქალაქში სამუშაო რომც იყოს, ვერ ვიმუშავებთ", - აცხადებენ რეგიონში დარჩენილი ოსები.

მაგალითად, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში, სადაც სამასამდე ოსი ცხოვრობს, ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სოფლიდან რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ავტობუსი დღემდე არ დაინიშნა. კერძო მიკროავტობუსები კი უკიდურესად დაზიანებული სავალი გზის გამო სოფელში არ დადიან. ყიტაანში სკოლაც გააუქმეს და ბავშვებს 7 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები