კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამინის უფლებათა ცენტრმა” კიდევ 2 ახალი საიტი შექმნა

6 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ორი ახალი საიტი www.Hridc.org და www.Chechenrefugees.info. შექმნა. საიტზე www.Hridc.org განთავსდება ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაცია. საიტი განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს 9 აპრილიდან დაგეგმილი პროცესების გაშუქების მიზნით და ეცდება დააფიქსიროს აქციების დროს გამოვლენილი ყველა დარღვევა. 

http://www.hridc.org/ სამენოვანი საიტია. აღნიშნულ საიტზე ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე თარგმნილი ინფორმაციები განთავსდება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი აფხაზურ ენაზეც  შექმნა. ორგანიზაცია  მოუწოდებს სხვა არასამთავრობოებსაც  მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ “ადამინის უფლებათა ცენტრისთვის” მსგავსი პრაქტიკა ახალი არ არის. ერთი წელია მოქმედებს www.apsni.org, სადაც თქვენ ქართულ-აფხაზურ საკითხებთან  დაკავშირებულ თემატიკას  შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორც ქართულ და ინგლისურ ისე აფხაზურ ენაზე.

რაც შეეხება მეორე საიტს, www.chechenrefugees.info, საიტის ამოცანაა ლტოლვილთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. საიტი მიზნად ისახავს,  ლტოლვილებს, პოტენციურ ლტოლვილებსა და ლტოლვილის სტატუსზე მომუშავე სამთავრობო დაწესებულებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრი”

ახალი ამბები