კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ოპოზიციის დევნა დაიწყო

9 აპრილი, 2009

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, პარტია „ ალიანსი საქართველოსთვის“  გაზეთები გაანადგურა.

ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“  პარტიის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, ნანა თოლორაიამ აცნობა. როგორც ის აცხადებს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შავი ფერის „ფოლცვაგენ პასატიდან" სერიით „სდს 591“  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა რამდენიმე აქტივისტი სცემა.

„ამ კაცმა სცემა ჩვენი აქტივისტი ბიჭი, აგინა გოგოებს. გოგოები შეშინებულები, იქვე სილამაზის სალონში შევიდნენ.  თუმცა, მამაკაცი იქაც შევარდა და შეურაწყოფის მიყენება განაგრძო“

თოლორაიას ინფორმაციით, ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
მანამდე „ალიანსი საქართველოსათვის“ საინფორმაციო გაზეთები ზუგდიდის პოლიციამ აქტივისტებს წაართვა და გაანადგურა.

“ჩვენ თითქმის ერთი კვირაა, ვარიგებთ გაზეთს “ალიანსი საქართველოსთვის", სადაც ჩვენი ლიდერების მიმართვები, სამოქმედო გეგმა და სხვა მასალებია  დაბეჭდილი. დღეს, დაახლოებით, 50 აქტივისტი არიგებდა ზუგიდიდის ქუჩებში აღნიშნულ გაზეთს და, როგორც, ჩანს ადგილობრივი პატრულისთვის ეს შესამჩნევი გახდა, პოლიციამ აქტივისტებს 150 გაზეთი წაართვა და საპატრულო მანქანებში ჩაყარა”, - განაცხადა თოლორაიამ.

თოლორაიას ინფორმაციით პატრულის თანამშრომლებმა, გაზეთები საბარგულებში ჩაყარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

"ადამიანის უფლებათა ცეტრი"

ახალი ამბები