კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 აპრილი, 2009

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის" იძულებით გადაადგილებული პირთა შესახებ საუკეთესო სტატიისა და მათი მდგომარეობის ამსახველი საუკეთესო ფოტო კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს.

პირველ ადგილზე გავიდა ნონა სუვარიანის სტატია, სახელწოდებით "დევნილებს კნოლევში ძალით აბრუნებენ". სტატია გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო საიტზე www.humanrights.ge

მეორე ადგილზე გავიდა თეა ბლიაძის სტატია, სახელწოდებით "დევნილებს ყველაზე უხარისხო პურს აჭმევენ". სტატია გამოქვეყნდა გაზეთში ქვემო ქართლის დამოუკიდებელ გაზეთში "ტაიმერი".

საუკეთესო ფოტოს ავტორად დასახელდა ლევან ხერხეულიძე.

კონკურსის მიზანი 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება იყო.

სტატიების კონკურსის გამარჯვებულს 300 ევროიანი პრემიაა და სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულ ჟურნალისტს – 150 ევრო, ხოლო საუკეთესო ფოტოს ავტორს – 200 ევრო.

დაჯილდოების ცერემონია დღეს  "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" ოფისში გაიმართა.

მედიანიუსი.

ახალი ამბები