კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი ბიწაძე ვანო მერაბიშვილს თანამოაზრეების დევნაში ადანაშაულებს

9 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე თავისი ორგანიზაციის თანადამფუძნებელ კახა ხანდოშვილზე თავდასხმაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, კახა ხანდოშვილის ცემაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მისი ინფორმაციით, დაზარალებულს წაართვეს მობილური ტელეფონი, რისი მიზანიც მასში არსებული ტელეფონის ნომრების შესწავლა იყო. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბაქოში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა. მერაბიშვილის დავალებით, აზერბაიჯანში მოიძებნა ვინმე ფრიდონ აბესაძე, რომლის გვარიც ხანდოშვილის ტელეფონზე იყო დაფიქსირებული. ფრიდონ აბესაძე საქართველოს საელჩოში დაიბარეს და დაკითხეს. დაკითხვის დროს აბესაძეს მოსთხოვეს, საელჩოსათვის გაეცნო ინფორმაცია იმაზე, მისცა თუ არა მან ფული კახა ხანდოშვილს ბადრი ბიწაძისათვის გადასაცემად.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კახა ხანდოშვილზე თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და ამ ღონისძიებას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ამიტომაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, თავდასხმის ფაქტი ჩვეულებრივ ყაჩაღურ თავდასხმად წარმოაჩინოს, საფუძველს არის მოკლებული“, _ აღნიშნა ბადრი ბიწაძემ.

მისივე ინფორმაციით,  6 აპრილს კახა ხანდოშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მიხეილ დილიმაშვილმა წერილობით გააფრთხილა, რომ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა არ მიიღოს. ბადრი ბიწაძემ ვანო მერაბიშვილს მისი თანამოაზრეების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: კახა ხანდოშვილზე თავდასხმა რამდენი მეღის წინ მოხდა.

მედიანიუსი

ახალი ამბები