კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორები პოლიციის თანამშრომლებს მოსახლეობის დაშინების მცდელობაში ადანაშაულებენ

9 აპრილი, 2009

კონსერვატიული პარტია პოლიციას საზოგადოების დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს.  როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, პარტიის რემდენიმე წევრს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მეოთხე ასეულის მეთაურის მიხეილ დილიმაშვილის  წერილი მიუვიდა, სადაც პოლიცის თანამშრომელი პარტიის წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ საპროტესტო აქციების დროს დაგეგმილ პროვოკაციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„კონსერვატიული პარტიის ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კაჭარავამ და კონვერვატიული პარტიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ახალკაცმა მიიღეს თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიხეილ დილიმაშვილი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების დროს ცალკეული ექსტრემისტულუ დაჯგუფებები აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. პოლიციის თანამშრომელი წერილში აღნიშნავს, რომ წერილის ადრესატმა არ მიიღოს მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის წინ თანამდებობის პირთა მიერ მსგავსი შინაარსის წერილების გავრცელება არის საზოგადოების დაშინების მცდელობა და ემსახურება ერთიან მიზანს, შიში და პანიკა გამოიწვიან მოსახლეობაში“, _ აღნიშნა გოგუაძემ.

მისივე თქმით, კონსერვატიული პარტია დღეს წერილით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაიწყოს გამოძიება.

კონსერვატიული პარტია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მილიმაშვილის ან პოლიციის სხვა მაღალჩინოსნის მიერ თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი და ვინმესთან წერილი იქნება გაგზავნილი, დაუყოვნებლივ აცნობონ  პარტიას.

მედიანიუსი

ახალი ამბები