კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ნორმაზე მეტია

10 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში ,,ფეთქებადი მილიარდი“, რომელშიც გამოკვლეულია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები. კონკრეტულად კი შედარებულია, თუ რა რაოდენობის თანხები გამოიყო 2009 წელს  ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტორსთვის საქართველოს სხვა უწყებებთან შედარებით. როგორც ირკვევა თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით განათლების სამინისტროს 11-ჯერ ნაკლები თანხები აქვს გამოყოფილი, სახლხო დამცველის აპარატს  258-ჯერ, ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტორს 20 ჯერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-ჯერ, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს  20 ჯერ. ანგარიშში ასევე შედარებულია საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი. თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი საერთო ბიუჯეტის 2 % შეადგენს, საქართველოში თავდაცვის ბიუჯეტი საერთო ბიუჯეტის 14 %.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები