კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა კობახიძე: კონსერვატორების ფორმაში გადაცმული პოლიციელები სიტუაციის პროვოცირებას ცდილობდნენ

10 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ხელმძღვანელის მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს კონსერვატორების პარტიულ ფორმაში გადაცმული პოლიციელები შეერივნენ და სიტუაციის პროვოცირებას ცდილობდნენ. ამის შესახებ კობახიძემ სახალხო დამცველის ოფისში, ცხელი ხაზიდან შემოსული ინფორმაციებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კონსერვატორების  ფორმაში გადაცმული პირები ხალხში ჩხუბის ატეხვას შეეცადნენ. იქვე მდგარმა კონსერვატიული პარტიის წევრებმა კი, როდესაც აღნიშნული პირები ნახეს, აღმოაჩინეს, რომ ისინი მათი პარტიის წევრები არ იყვნენ. აქციის მონაწილეების ცნობით, გადაცმული პირები პოლიციელები იყვნენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები