კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი დარჩია მისთვის უცნობ პირებს პოლიტიკური მოტივით ცემაში ადანაშაულებს

11 აპრილი, 2009

უცნობ პირებს ცემაში აქციის კიდევ ერთი მონაწილე ადანაშაულებს.
როგორც აქციის მონაწილემ გიორგი დარჩიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პეროვსკაიას ქუჩაზე უცნობმა პირებმა ის ტაქსი გააჩერეს, რომელშიც თავად იმყოფებოდა. იგი პარლამენტის მიმართულებით მიდიოდა.

“უცნობი პირები მთხოვდნენ მეთქვა, რომელი პარტიიდან ვიყავი, თუმცა მე ვუთხარი, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და აქციის რიგითი მონაწილე ვარ, თუმცა მაიძულებდნენ, მეთქვა თუ რომელი პარტიიდან ვიყავი. როდესაც მათ ეს ვერ მათქმევინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”, - განაცხადა გიორგი დარჩიამ, რომელიც პარლამენტის წინ მიტინგზე იმყოფება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები