კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კორძაია - მოძრაობა “რატომ?”-ის წევრებზე თავდასხმა მოხდა

11 აპრილი, 2009

მოძრაობა “რატომ?”-ის წევრებზე თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მოძრაობა “რატომ?”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.

მისი თქმით, “რატომ?”-ის აქტივისტებზე თავდასხმა ორგანიზაციის ოფისის მახლობლად მოხდა. აქტივისტები ოფისში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ “ოპელის” მარკის ორი ავტომანქანაში მყოფი პირები. თითოეულში დაახლოებით ოთხ-ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მათ არ ჰქონდათ ნიღბები.

მოძრაობის წევრებმა თავდამსხმელებში ამოიცნეს 24 წლის ოთარ დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი. ისინი მისდევდნენ მოძრაობა “რატომ?”-ის აქტივისტ გოგონებს და მათ გამოესარჩლნენ ბიჭები, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი. ჩხუბის დროს ერთ-ერთ ავტომანქანას ჩაემტვრა გვერდითი და უკანა შუშა. როგორც კორძაია აცხადებს, მათ ამისი დამადასტურებელი ფოტო მასალაც გააჩნიათ და უახლოეს მომავალში სახალხო დამცველში განაცხადსაც შეიტანენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები