კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“საზოგადოებრივი დამცველი” მომიტინგეთა ჯგუფებზე ძალადობას აპროტესტებენ.

11 აპრილი, 2009

როგორც  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ მომიტინგეთა ჯგუფებზე თავდასხმები ხდება.

მისი თქმით,  აქციების პირველ დღეს, 9 აპრილს ძალოვანი სტრუქტურები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ გამოჩენილიყვნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მომლოდინე პოზიცია დაეკავებნა და დალოდებოდა, პროტესტი შენელდებოდა თუ აღმავალ ხასიათს მიიღებდა.

“10 აპრილს კი, როცა ყველამ დაინახა, რომ საპროტესტო ტალღამ აღმავალი ხასიათით დაიწყო მსვლელობა, ძალოვანი უწყებების სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა თანამშრომლებმა დაიწყეს მომიტინგეთა ჯგუფებზე ფიზიკური ძალადობა”,-აღნიშნა მან.
ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პოლიციის ოფიციალური ფორმიანი თანამშრომლები ამას გულგრილად უყურებდნენ და მხოლოდ აფიქსირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ინციდენტის მონაწილენი პირდაპირ მიუთითებდნენ მოძალადეთა მანქანებზე.

“ხელისუფლება ამ ტაქტიკას მომავალშიც მიმართავს. საპროტესტო ტალღის გაზრდასთან ერთად, გაიზრდება მათი მხრიდან ძალადობის მასშტაბებიც.  ჩვენ მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები”, _ აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ამასთან, “საზოგადოებრივი დამცველი” მოუწოდებს მერიის წარმომადგენლებს,  შეასრულონ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა და განახორციელონ ქალაქის ცენტრის დასუფთავება.

“საზოგადოებრივ დამცველში” არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაერთიანებული.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები