კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განცხადება

13 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას ხელისუფლების მხრიდან რეალური კომპრომისის გარეშე წარმოუდგენლად მიიჩნევს. ორგანიზაციის ხედვით მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და დიალოგის დასაწყებად  აუცილებელია  ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის  ტელეკომპანიების  202-ისა  და „იმედის“ დაბრუნება მესაკუთრეთათვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას წავიდეს კომპრომისზე, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება:  დაუბრუნოს ტელეკომპანია 202 მფლობელებს შალვა რამიშვილსა და დავით კოხრეიძეს, ხოლო ტელეკომპაია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს.  ასევე,   დაიწყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები