კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია შსს-ს ვალდებულებებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

14 აპრილი, 2009

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამინისტროს პასუხს დემონსტრაციების მსვლელობის დროს გამოთქმული ბრალდებების შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მოთხოვნებს შეახსენებს, რომლის თანახმადაც, "დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში  გამომძიებელი, პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან, დაიწყონ გამოძიება" - განაცხადა დღეს საია-ს თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმ ადგილებზე, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების ფიზიკურ შეურაცხყოფას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანები პატრულირებდნენ. "შესაბამისად, ისინი არათუ აღნიშნული უფლებათადარღვევის თვითმხილველები იყვნენ, არამედ ვალდებულნი იყვნენ, დაუყოვნებლივ მოეხდინათ რეაგირება" – აღნიშნა ხიდაშელმა.

საია-სთვის ასევე მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსთაველის გამზირზე 11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე მომხდარი ინციდენტი "ხანმოკლე იყო და პოლიციის ჩარევას არ საჭიროებდა".  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს დემონსტრაციების მონაწილეთა უსაფრთხოება, აღკვეთოს ძალადობის შემთხვევბი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უფლებათადარღვევის თითოეული ფაქტი და შესაბამი პასუხისმგებლობა დააკისროს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დროს სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს.    

წყარო „პირველი“

ახალი ამბები