კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სკანდალურ აღიარებას აკეთებს

14 აპრილი, 2009

ეკონომიკის სამინისტრო სკანდალურ აღიარებას აკეთებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძე რადიო „კომერსატნთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღიარებს, რომ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ეგვიპტურ “ფრეშ ელექტრიკთან” ხელშეკრულება გაფორმებულიც არ არის.

თუმცა, ჯერ კიდევ 3 აპრილს ეკონომიკის სამინისტრო საპირისპიროს გვარწმუნებდა, 6 აპრილს კი ქუთაისში თავისუფალი ზონის პროექტის პრეზენტაციაც გამართა და განცხადება თავად პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ქართულ და უცხოურ მედიასთანაც ვრცლად ისაუბრა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ხელმოწერილი საერთოდ არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში ერთგვარი შოუ დაიდგა. გაჩეჩილაძე კი გვარწმუნებს, რომ ეგვიპტურმა კომპანიამ მხოლოდ პირველადი დაინტერესება გამოხატა. „შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა, ფინანსური დეტალები მოლაპარაკებების დროს გაირკვევა. ახლა ჯერი ეგვიპტელებზეა, მოლაპარაკებების შედეგი იმაზეა დამოკიდებული როგორ შეძლებს კომპანია ფინანსური გარანტიებისა და სამოქმედო გეგმის წარმოადგენას”–აცხადებს გაჩეჩილაძე.

რადიო „კომერსანტი“ და „ქართული კომერსანტი“ ერთი კვირის განმავლობაში ეგვიპტური კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვიკვლევდით. გავარკვიეთ, რომ “ფრეშ ელექტრიკის” კაპიტალბრუნვა წლის განმავლობაში მხოლოდ 89 მილიონი დოლარია და ის უმსხვილესი ეგვიპტური კომპანიიების ჩამონათვალშიც კი არ შედის.

კიდევ ერთი დეტალი, რომლითაც რადიო “კომერსანტი” დაინტერესდა, ეგვიპტური კომპანიის ქართველ პარტნიორს მიხეილ თიგიშვილს შეეხება. ირაკლი გაჩეჩილაძე კიდევ ერთ აღიარებას ამის თაობაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ თიგიშვილის საქმიანობა მისთვის უცნობია. “ვის მოძებნიან ეგვიპტელები პარტნიორად, ეს მათი გადასაწყვეტია”-აცხადებს გაჩეჩილაძე.

წყარო „კომერსანტი“

ახალი ამბები