“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს.
როგორც ლაღიძის მეუღლემ მაკა თავამაიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, 14 აპრილს, 18.00 საათზე, როდესაც მისი მეუღლე საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, 12-მდე ადამიანი 6 მანქანით გაჰყვა და როდესაც სახლს მიუახლოვდა, ჭავჭავაძის გამზირზე სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს.
ამჟამად დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ამბულატორიული მკურნალობა უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
ინტერპრესნიუსი