კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადება

21 აპრილი, 2009

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან. მსგავსი ინიციატივა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებდა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპოზიციის  იგნორირებისა და მარგინალიზაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

ამასთანავე, “ადამიანის უფლებათა ცენტრს” სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დიალოგი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკოსთა (თვით)მიზანი; დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს რეალური ცვლილებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ ცვლილებების მისაღწევად, მათ შორის:

1 განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა აღდგეს ხელისუფლების ბალანსი აღმასრულებელ, საკნონმდებლო და სასამართლო ხელისუფალთ შორის.

2 ობიექტურად იქნას გამოძიებული 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და მაუწყებლობის შეჩერების, ძალადობრივი ფაქტები. ასევე, შესწავლილ იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის სამართლებრივი მხარეები, მათ შორის დოკუმენტების გაყალბების ფაქტები.

3 გადაიხედოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობისა და დირექტორთა საბჭოს დანიშვნის საკითხები; შემუშავდეს ისეთი სისტემა, რომლიც მათი შერჩევის პროცესში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ეფექტურ ჩართვას უზრუნველყოფს.

4 გაუქმდეს “ტელეკომპანია 202”-ისთვის ლიცენზიის შეჩერების უკანონო ბრძანება.

5 მოხდეს შსს-ს ფუნქციების დეცენტრალიზაცია, ისე რომ საპოლიციო, უშოშროების, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის და სხვ. მრავალი ფუნქცია ყველა ერთ ორგანოში აღარ იყოს თავმოყრილი.

6 გადახედოს პოლიტიკურ პატიმართა საქმეები და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” აქვე აღნიშნავს, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა დარღევის მასობრივი ფაქტები, გახდა არსებული კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი. ამიტომაც, დიალოგი ვერ იქნება წარმატებული თუ მხარეები შეეცდებიან გვერდი აუარონ ზემოთჩამოთვლილ საკითხებს: ხელისუფლების დაბალანსებას, მედიის გათავისუფლებას სახელმწიფო მანქანის კონტროლისაგან და განსხვავებული პოლიტიკური აზრის განვითარებისა და გამოხატვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს დიალოგის ყველა შესაძლო მონაწილეს, მათ შორის და განსაკუთრებით - ფასილიტატორებს, არ დაუშვან კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხების იგნორირება და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მათ თითოეული მოლაპარაკების დროს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” აქვე გამოთქვამს შეშფოთებას დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობის ათობით ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობა, განსაკუთრებით კი თუ იგი სახელმწიფოს მიერაა განხორციელებული ან შეწყნარებული, მხოლოდ გააღრმავებს მხარეებს შორის უნდობლობასა და დაპირისპირებას.  აზრს დაუკარგავს ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შემოთავაზებას.

შესაბამისად, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

1 საჯაროდ დაგმოს მომხდარი ძალადობის ფაქტები,

2 მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმები და ძალადობრივი აქტები აქციის მონაწილეებზე,

3 დაიწყოს ეფექტური და სწრაფი გამოძიება, რათა დამნაშავეები წარდგენილ იქნენ მართლმსაჯულების წინაშე.
     
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ ყველა  მხარეს:

1 დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.

2 მიიღოს ყველა საჭირო ზომა სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

ახალი ამბები