კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავიდან თბილისის მიმართულებით 50 ავტომანქანისაგან შემდგარი კოლონა გამოემართა.

22 აპრილი, 2009

თელავიდან თბილისის მიმართულებით 50 ავტომანქანისაგან შემდგარი საპროტესტო კოლონა გამოემართა. ამის შესახებ რადიო "ჰერეთი" იუწყება. როგორც "ჰერეთს" "კონსერვატიული პარტიის" წევრმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, თელავიდან გამოსულ ავტოკოლონას მხარდამჭერები ჩალაუბანშიც შეუერთდებიან. "ამ კოლონაში ყველა პარტიის მხარდამჭერი იქნება, ვინც თბილისის აქციებში მონაწილეობს" – განაცხადა მოსიაშვილმა. "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" თელავის შტაბის ხელმძღვანელის ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით კი, მათი პარტია დღეს 50-კაციან ჯგუფს უშვებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.  "თუ საჭირო გახდება, თელავის გარდა, მხარდამჭერების მობილიზება სხვა რაიონებშიც განხორციელდება" – განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.  საპროტესტო კოლონაში "ეროვნული ფორუმის" მხარდამჭერებიც იქნებიან. პარტიის თელავის შტაბის უფროსის ნოდარ ჯანდიერის ინფორმაციით, მას თბილისში 100 ადამიანი მიჰყავს. კახეთიდან თბილისში მომავალი ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე აქციას დაახლოებით 5 საათისთვის შეუერდებიან.

წყარო რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები