კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 წევრი ცემეს

23 აპრილი, 2009

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 წევრი ცემეს, ოპოზიციის მიერ დაქირავებული ნაგვის მანქანა და მისი მძღოლი კი გაიტაცეს. ამის შესახებ "პირველს" "კონსერვატორმა" ბიძინა გუჯაბიძემ აცნობა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ნაგვის მანქანა რუსთაველის გამზირიდან ნაგვის გასატანად დაიქირავა. "როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირიდან ნაგვის გატანაზე უარი თქვა, ამიტომ ნაგვის გატანა თავად გადავწყვიტეთ და მანქანა დავიქირავეთ. ნაგვის გატანის დროს ავლაბრის მეტროს სადგურთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს, ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები გიორგი მაყაშვილი და ვახო ნებშვერიძე ცემეს, ხოლო თავად მანქანა და მისი მძღოლი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. ჩვენ ვცადეთ მათთან დალაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ნაგვის გატანას და მალე ქვეყნიდან პოლიტიკურ ნაგავსაც გავიტანთ", - განაცხადა გუჯაბიძემ. მისივე თქმით, დაქირავებული მძღოლის მობილური ტელეფონი გამორთულია, რის გამოც უცნობია, რა ბედი ეწია მას.

წყარო „პირველი“

ახალი ამბები